ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე

ღონისძიებები

26 და 27 მარტს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის  H 105 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)  გაიმართება ფრანკოფონიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიება. სამშაბათს, 26 მარტს, 18:00 საათზე ფრანკოფონული სიახლეების პრეზენტაცია:საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ”ევროპა და კავკასია.რეგიონთშორისი ურთიერთობები და იდენტობის პრობლემა” ფრანგულ ენაზე გამოცემული მასალების კრებული;
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონული რეგიონული სადოქტორო კოლეჯი ( CODFREURCOR) და მისი ვებ გვერდი; ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტუდენტური ფრანკოფონული ფესტივალი”ფრანკოფონია გვაერთიანებს”.

ოთხშაბათს, 27 მარტს, 18:00 საათზე საქართველო და ფრანკოფონული ქვეყნები და საფრანგეთის რეგიონები -კულტურათა დიალოგი: ლანგედოკ-რუსიონი (ასოციაცია AFFLE/LEA); ბურგუნდია (პატარძეულის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმი); ალზასი, კანადა, რუმინეთი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანკოფონი სტუდენტები).

ბანერები