ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფრანკოფონიის ღონისძიებების განრიგი

ღონისძიებები

25 მარტს, 12:00 სთ-ზე, უნივერსიტეტის ფრანგულენოვანი სტუდენტები, ქართველი და ფრანგი პროფესორები წარმოადგენენ შვეიცარიელი მწერლის, ჟაკ შესეს შემოქმედებას და წაიკითხავენ ნაწყვეტებს მწერლის ნაწარმოებებიდან. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ”კავკასიის ფრანგული სკოლის” მოსწავლეები. ისინი განასახიერებენ ჟურნალისტებს, რომლებიც შემოგვთავაზებენ წარმოსახვით ინტერვიუს მწერალთან. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი დოკუმენტური ვიდეო-მასალა.

26 მარტს, 12:00 სთ-ზე, გაიმართება მრგვალი მაგიდა: ”ფრანგული ენის სწავლება საქართველოში”, მასში მონაწილეობენ კახეთის სკოლების ფრანგული ენის მასწავლებლები, უნივერსიტეტის პროფესორები და საქართველოში, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე ფრანგი პედაგოგები და სტაჟიორები. ამავე დღეს, დისკუსიის ბოლოს, გაიმართება მუსიკალური და პოეტური სპექტაკლი საჩხერეს რაიონის სკოლების მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით.

28 მარტს, 11:00 სთ-ზე, რომანისტიკის მიმართულების სტუდენტებისათვის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი ჟაკ გოდიე წაიკითხავს ლექციას, რომელიც ეძღვნება თანამედროვე ფრანგი მწერლის, ჟან ეშენოს შემოქმედებას. ამასთან ერთად, ფრანგი პროფესორი და უნივერსიტეტის სტუდენტები წაიკითხავენ ნაწყვეტებს მწერლის ნაწარმოებებიდან.

29 მარტს, 12:00 სთ-ზე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფრანგი პროფესორი, ლიტერატურის სპეციალისტი, ვენსან ლე რუა სტუდენტებს გააცნობს თანამედროვე ფრანგი მწერლის, ირენ ნემიროვსკის შემოქმედებას და წაიკითხავს ნაწყვეტებს მწერლის ნაწარმოებებიდან.

ყველა ღონისძიება ჩატარდება ”ავსტრიის ბიბლიოთეკის” საკონფერენციო დარბაზში, აუდიტორია H - 105.

ბანერები