ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში: პატარძეულის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმის წარმოდგენა

ღონისძიებები

25 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში, ტრადიციისამებრ, მასპინძლობს პატარძეულის ქართულ-ფრანგულ სკოლა-ლიცეუმს, რომლის მოსწავლეები წარმოადგენენ შემდეგ პროგრამას:

  •  მოეწყობა სხვადასხვა კონკურსში მონაწილე 10 ახალგაზრდა გამომგონებლის მიერ შექმნილი პროექტების გამოფენა/პრეზენტაცია;
  •  წარმოდგენილი იქნება ორი ფრანგულენოვანი მინისპექტაკლი:
  • Il dessine le visage du bonheur - spectacle poétique consacré à Jacques Prévert ("ის ხატავს ბედნიერების სახეს" - ჟაკ პრევერისადმი მიძღვნილი პოეტური სპექტაკლი)
  • Le petit chaperon-rouge (წითელქუდა).

ღონისძიებაში მონაწილეობს 30 მოსწავლე. ღონისძიებას დაესწრებიან მოსწავლეები თელავის მე-5 საჯარო სკოლიდან, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2015 წლის ოქტომბერში გააფორმა.

დრო: 25 მარტი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები