ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფრანკოფონიის დღეები ილიაუნიში

ღონისძიებები

ყოველი წლის 20 მარტს  მსოფლიოში აღინიშნება ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე. ჩვენი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებები, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრი უნივერსიტეტები, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, ფრანგული მედიათეკა მარტში კულტურულ თუ სამეცნიერო ღონისძიებებს აწყობენ.

მიმდინარე წელს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტს დაგეგმილი აქვს შემდეგი ღონისძიებები:

ფრანგული ლიტერატურის პროფესორის,  ჟაკ გოდიეს ლექცია „ალბერ კამიუ – ანგაჟირებული მწერალი?“

დრო: 22 მარტი, ხუთშაბათი, 15.00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“


ფრანკოფონია - პოეზია, ფრანკოფონია - მუსიკა

ინტერკულტურული, პოეტური და მუსიკალური დიალოგი უნივერსიტეტის სტუდენტების, თბილისის 23-საჯარო სკოლის, პატარძეულის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმის, კავკასიის ფრანგული სკოლისა და მანანა არაბიძის საავტორო სტუდიის მოსწავლეების მონაწილეობით.

დრო: 23 მარტი, პარასკევი, 16.00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


კაცია-ადამიანი?“ – უნივერსიტეტის სტუდენტების პერფორმანსი ქართულ და ფრანგულ ენებზე.

დრო: 26 მარტი, ორშაბათი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ.N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

ფრანკოფონიის დღეებისადმი მიძღვნილი ვრცელი პროგრამა იხილეთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საიტზე http://institutfrancais.ge

ბანერები