ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფრანკოფონიის დღეები ილიაუნიში

ღონისძიებები

ყოველი წლის 20 მარტს მსოფლიოში აღინიშნება ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე. ჩვენი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებები, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრი უნივერსიტეტები, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და ფრანგული მედიათეკა, მარტის თვეში კულტურულ თუ სამეცნიერო ღონისძიებებს აწყობენ.

16-დან 27 მარტის ჩათვლით, ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ დაგეგმილია არაერთი ღონისძიება.

ღონისძიებათა განრიგი:

დრო: 16 მარტი, ხუთშაბათი, 18:30 საათი
ადგილმდებარეობა: ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა (გუდიაშვილის ქ. #7, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა).
საჯარო ლექცია: „ფრანკოფონი მწერლები ენებსა და ტერიტორიებს შორის“
მომხსენებელი: პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი
ლექციის შესახებ: ლექციაზე საუბარი შეეხება ფრანგულენოვანი მწერლების - ალჟირელი წარმოშობის, საფრანგეთის აკადემიის წევრის, ასია ჯებარის, მაროკოელი წარმოშობის, გონკურების პრემიის ჟიურის წევრის, ტაჰარ ბენ ჟელუნისა და რუსი წარმოშობის, ანდრეი მაკინის ნაწარმოებებს.


დრო: 20 მარტი, ორშაბათი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ციფრული ფრანკოფონიული კამპუსი (თსუ-ს მე-5 კორპუსი)
შეხვედრა მწერალთან: ოლივიე როლენი
შეხვედრის შესახებ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგულენოვანი სტუდენტები შეხვდებიან თანამედროვე ფრანგ მწერალს, ოლივიე როლენს.


დრო: 23 მარტი, ხუთშაბათი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
საჯარო ლექცია: „ვოლტერი - ტოლერანტობის პიონერი“
მომხსენებელი: ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, ჟაკ გოდიე
ლექციის შესახებ: ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, ჟაკ გოდიე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ვოლტერი - ტოლერანტობის პიონერი“. აუდიტორიის სურვილის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი.


დრო: 24 მარტი, პარასკევი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)
საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია: „რატომ უნდა ავირჩიოთ ფრანგული უნივერსიტეტი ERASMUS+-ის მობილობისთვის?“ 
შეხვედრის შესახებ: მაგისტრატურის სტუდენტები, თამარ მარკოზაშვილი, მარეხი ალთუნაშვილი და ნინო ლელაშვილი, რომელთაც, ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, შემოდგომის სემესტრი გაიარეს მონპელიეს უნივერსიტეტში, ქართველ სტუდენტებს გააცნობენ ფრანგულ უნივერსიტეტში სწავლის სპეციფიკას.


დრო: 27 მარტი, ორშაბათი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
ფრანგულ-ქართული პოეზიისა და მუსიკის საღამო: „შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი“
ღონისძიების შესახებ: ფაკულტეტის სტუდენტები წაიკითხავენ შოთა რუსთაველის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ანა კალანდაძის, იოსებ ნონეშვილის, შარლ ბოდლერის, პოლ ვერლენის, სტეფან მალარმეს, ჟაკ პრევერის, ჯაკ ბრელის ლექსებს როგორც ორგინალის ენაზე, ასევე მათ ფრანგულ და ქართულ თარგმანებს; შეასრულებენ ქართველი და ფრანგი პოეტების ლექსებზე დაწერილ სიმღერებს.

ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ფრანკოფონიის დღეებისადმი მიძღვნილი ვრცელი პროგრამა იხილეთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ვებგვერდზე: http://institutfrancais.ge

ბანერები