ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფრანკოფონიის დღეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

ყოველწლიურად, მარტის თვეში, მსოფლიოში აღინიშნება ფრანკოფონიის დღეები. საქართველოშიც უკვე ტრადიციად იქცა ფრანკოფონიის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამართვა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკოფონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის - ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს AUF -ის წევრია.

ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში ხუთშაბათს, 25 მარტს, 15:00 საათზე (მის: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, ავსტრიული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს პატარძეულის ქართულ-ფრანგული ლიცეუმის მოსწავლეებს. ბავშვები მოაწყობენ მათი სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობის ამსახველ გამოფენას და წარმოადგენენ ლიცეუმში ფრანგულ ენაზე დადგმულ ბოლო სპექტაკლს - „ვარსკვლავთცვენა". გასულ წელს ფრანგულენოვანი სკოლების ფესტივალზე ამ სპექტაკლმა პირველი ადგილი დაიმსახურა.

 

 

ბანერები