ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფრანგული ინსტიტუტის პრეზენტაცია

ღონისძიებები

20 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  101 - ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) ფრანკოფონ თუ ზოგადად საფრანგეთში სწავლით დაინტერესებულ პირთათვის გაიმართება ფრანგული ინსტიტუტის პრეზენტაცია.
აღნიშნული პრეზენტაციის ფარგლებში პუბლიკას მიაწვდიან დაწვრილებით ინფორმაციას საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე, სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტთათვის საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიებსა და საზაფხულო პროგრამებზე. აღსანიშნავია, რომ ფრანგული ინსტიტუტი კოორდინირებას უწევს სასწავლო და სტაჟირების პროგრამებს მედიცინის დარგის სპეციალისტებისათვის (DFMS, DFMSA).

ბანერები