ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფრანგი ფსიქოანალიტიკოსის მოხსენება

ღონისძიებები

20 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (”A” კორპუსი, 101-ე აუდიტორია; მის.: ი. ჭავჭავაძის 32) ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი ფრანსუა მარტენ ვალასი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: ”რა ნეიროფიზიოლოგიური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ანალიტიკურ პროცესში განვითარებულ გადატანას (ტრანსფერს)?”

ფრანსუა მარტენ ვალასი არის საფრანგეთში მოღვაწე ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მას აქვს 25 წლიანი პრაქტიკა ფსიქოზითა და აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობის სფეროში.

ლექცია ჩატარდება ფრანგულ ენაზე ქართული თარგმანის თანხლებით. მოხსენების შემდგომ გაიმართება დისკუსია.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები