ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: ფრანგი ასოცირებული დოქტორის, მიშელ ლარუ-შარლუს, საჯარო ლექცია

ღონისძიებები

29 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ ფრანგი ასოცირებული დოქტორის, მიშელ ლარუ-შარლუს საჯარო ლექციაზე.

ლექციის თემაა: არსებული ურბანული პრობლემები

მიშელ ლარუ-შარლუმ პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი დაამთავრა. იგი არის ფილოსოფიის დოქტორი. 2007 წლიდან კი ქალაქ ბორდოს კეთილმოწყობის სამსახურის გენერალური დირექტორი და ბორდოს დიზაინის, არქიტექტურისა და ურბანიზმის ბიენალე აგორას ხელმძღვანელია. 1995 -2007 წლებში მუშაობდა ბორდოს მერიაში ურბანული განვითარების კოორდინატორად. ქ-ნი ლარუ-შარლუ ბორდოს ურბანული პროექტის ინიციატორია.

ფრანგი სტუმარი პრობლემატიკას მიმოიხილავს და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრებს. ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია.

დრო: 29 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები