ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფრანგ ფსიქოანალიტიკოსთა საჯარო ლექცია ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის ფუნდამენტურ ცნებებზე

ღონისძიებები

8 ივნისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ასოციაცია „ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე“ და ასოციაცია „მწვანე სახლი“ საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით გამართავს საჯარო ლექციას ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის ფუნდამენტურ კონცეპტებზე.

თემები: 

  • მამის კონცეპტი ფროიდთან და ჟაკ ლაკანთან: მამის სახელი და მამის ფუნქცია ლაკანის მიხედვით“

მომხსენებელი – ოლივიე დუვილი

  • ოიდიპოსის სამი დრო-ოიდიპოსის კომპლექსი ლაკანთან

მომხსენებელი – კატრინ სალადენი

მომხსენებელთა შესახებ:

ოლივიე დუვილი– ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, Paris 10-Nanterre-ისა და Paris 7 Denis-Diderot-ის უნივერსიტეტების პროფესორი, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი, ევროპის ფსიქოანალიტიკური ფონდაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, 300-ზე მეტი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი.

კატრინ სალადენი ფსიქოანალიტიკოსი, პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი (Espace Analytique), რამდენიმე წიგნისა და სტატიის ავტორი, ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი პედოფსიქიატრიის სექტორში, ასოციაცია „მწვანე სახლის“ თანადამფუძნებელი (თბილისი, 2006 წ.).

სამუშაო ენა: ფრანგული (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 8 ივნისი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: E 207  (ჩოლოყაშვილის 3/5)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები