ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ფორბსის“ კლუბში: გიორგი ისაკაძის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

საჯარო ლექციას წაიკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ისაკაძე.
 
ლექციის თემაა: მედიაბიზნესი.

მომხსენებლის შესახებ

გიორგი ისაკაძე სულ ახლახან შემოუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პროფესორების გუნდს. ამავე დროს, იგი არის Forbes Georgias-ს მთავარი რედაქტორი და სატელევიზიო გადაცემების - „საქმიანი დილა“ და „ბიზნესკონტრაქტი“ - ავტორი.

დრო: 23 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2016 წელი

ბანერები