ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

,,ფორბსის" კლუბი ექსპერტ-ანალიტიკოსებს მასპინძლობს

ღონისძიებები

ხუთშაბათს, 16 მაისს, 19:00 საათზე ილიაუნის ბიზნესის სკოლის ფორბსის კლუბი (E კორპუსი, 406 აუდიტორია) ბიზნესის ადმინისტრირების და სამართლის მიმართულების ამერიკელ ექსპერტ-ანალიტიკოსებს კატერინ სულებეინს, მაიკლ ბურკეს და გლენ ჰენდრიქსს უმასპინძლებს. შეხვედრა ტრადიციული ლექციისგან განსხვავებული იქნება და ანალიტიკოსებს შორის დისკუსიის ფორმატში წარიმართება. განსახილველ თემებს შორის იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციები  და მოლაპარაკებები ბიზნესში. დისკუსია დაეფუძნება როგორც თეორიული კონცეპტების თუ მიდგომების ანალიზს, ასევე ანალიტიკოსების სხვადასხვა იურიდიულ და ბიზნეს კომპანიაში მოღვაწეობის მრავალწლიან და შთამბეჭდავ გამოცდილებას.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები