ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ფონოსემანტიკური ლექსიკა ქართველურ ენებში“ - მონოგრაფიის პრეზენტაცია

ღონისძიებები

16 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ქართველური ენების კვლევის ჯგუფის მიერ მომზადებული მონოგრაფიის - „ფონოსემანტიკური ლექსიკა ქართველურ ენებში“ - პრეზენტაცია.

აღნიშნული მონოგრაფია („ინოვაცია“. თბილისი, 2016. 498 გვ.) წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველური ენების კვლევის ჯგუფის მიერ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2013-2016 წლებში განხორციელებული ამავე სახელწოდების სამეცნიერო პროექტის საბოლოო შედეგს.

მონოგრაფია შედგება შესავლისა და ორ ნაწილისაგან. იგი წარმოადგენს ქართველური ენების  ფონოსემანტიკური ფუძეების სისტემურ აღწერასა და სტრუქტურულ-სემანტიკურ ანალიზს. რამდენადაც ქართველური ენების ფონოსემანტიკური ფუძეების ამგვარი კვლევა ქართულ ლინგვისტურ სივრცეში განხორციელდა პირველად, თანამედროვე ენობრივი მეთოდებისა და პრინციპების გათვალისწინებით, მონოგრაფია მოიცავს არაერთ ახალ და ტრადიციულისაგან განსხვავებულად ინტერპრეტირებულ ლინგვისტურ დასკვნას.

მონოგრაფიაში  წარმოდგენილი ემპირიული მონაცემები ეფუძნება როგორც დღემდე არსებულ ყველა გამოქვეყნებულ წყაროს, ასევე - საველე პირობებში, ლინგვისტურ ექსპედიციებზე მოპოვებულ ენობრივ მასალას, რომელთა დიდი ნაწილი (განსაკუთრებით, სვანურისა და ლაზურისათვის) პირველად ქვეყნდება წინამდებარე მონოგრაფიის ფარგლებში.

დრო: 16 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები