ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

"ფინეთის ისტორია" - ჰენრიკ მეინანდერის წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

21 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ცნობილი ფინელი ისტორიკოსის, ჰენრიკ მეინანდერის, წიგნის - "ფინეთის ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი ფინეთის ათასწლიანი ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო მოკლე მიმოხილვას წარმოადგენს. იგი უკვე მრავალ ენაზეა თარგმნილი და ახლა ქართულადაც გამოიცა.

"ფინეთის ისტორიის" ქართულად თარგმნის მნიშვნელობაზე, ფინეთისა და საქართველოს ისტორიის პარალელებზე ისაუბრებენ თავად წიგნის ავტორი - ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰენრიკმეინანდერი, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლაშა ბაქრაძე.

წიგნისა და ავტორის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

დრო: 21 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები