ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის კონკურსის საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

31 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ფინანსთა საიმინისტროს წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას სასწავლო პროგრამასთან– „ფინანსური მენეჯმენტი და ანალიტიკური რეპორტინგი ინგლისურ ენაზე“ – დაკავშირებით.

კონკურსის შესახებ 

ფინანსთა სამინისტროს აკადემია აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის სასწავლო პროგრამაზე „ფინანსური მენეჯმენტი და ანალიტიკური რეპორტინგი ინგლისურ ენაზე“.

კონკურსის გამარჯვებულები უფასოდ გაივლიან ამ სასწავლო კურსს. მათ საშუალება მიეცემათ გაეცნონ საქართველოს საფინანსო სისტემას, საერთაშორისო გამოცდილებასა და მონაცემთა დამუშავების ტექნიკას. 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2opNEHG

კონკურსის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად მობრძანდით საინფორმაციო შეხვედრაზე. 

შეხვედრა დააინტერესებთ ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ბაკალავრებსა და მაგისტრატურის სტუდენტებს. 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული

დრო: 31 ოქტომბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

ბანერები