ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ფილოსოფოსები და მწერლები სახელმწიფოზე“ – ლევან ბერძენიშვილის ლექცია ილიაუნიში პროექტის „ვიცი" ფარგლებში

ღონისძიებები

6 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში „ვიცი“ გეპატიჟებათ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციაზე.

ლექციის თემაა ფილოსოფოსები და მწერლები სახელმწიფოზე“  შემდეგი ნაწარმოებების მიხედვით: პლატონის „სახელმწიფო“, ნიკოლო მაკიაველის „მთავარი“, თომას მორის „უტოპია“, ჰენრი დევიდ თოროს „უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება“, გაბრიელ გარსია მარკესის „პატრიარქის შემოდგომა“, მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“; ჯორჯ ორუელის „1984“ და „ცხოველების ფერმა“, უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონი“.

ლევან ბერძენიშვილი თავის გადაცემა „წიგნებს“ ახალ, ცოცხალ ფორმატში წარმართავს. 

„ვიცი“ განაგრძობს საგანმანათლებლო აქტივობებსა და საინტერესო შეხვედრების ციკლს.

12 ოქტომბრიდან „ვიციში“ ჩართულ ყველა უნივერსიტეტში საინტერესო ადამიანების, ამბებისა და წიგნების მოგზაურობა დაიწყო, რომლის მსმენელი და აქტიური მონაწილე „ვიციში“ ჩართულ ყველა სტუდენტს შეუძლია გახდეს.

დრო: 6 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები