ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის საჯარო ლექცია: ალუდა ქეთელაური და თავისუფლების პრობლემა

ღონისძიებები

20 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ალუდა ქეთელაური და თავისუფლების პრობლემა“.

„ალუდა ქეთელაურის“ კლასიკურ ინტერპრეტაციაში, როგორც წესი, მოცემულია დაპირისპირება თემსა და ადამიანს, ანუ საზოგადოებასა და ინდივიდს შორის. ამ შემთხვევაში, საზოგადოება წარმოადგენს ადამიანისათვის გარეგნულ ფაქტორს, რომელიც ცდილობს, საკუთარ წესებს დაუქვემდებაროს ინდივიდის პიროვნული თავისუფლება. ლევან ღამბაშიძე ჰაიდეგერის „დახმარებით“ შეეცდება, აუდიტორიას ადამიანის შინაგანი სტრუქტურიდან დაანახოს თავისუფლების პრობლემა და მისი კავშირი „შინაგან საზოგადოებასთან“. ლექციაზე ნაჩვენები იქნება ფილმი „ალუდა ქეთელაური".

მომხსენებლის შესახებ

ლევან ღამბაშიძემ დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი, 2007-2009 წლებში კი გაიარა ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა ფილოსოფიაში. სწავლობდა ლუქსემბურგში, პრაღასა და ბოხუმში. კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხატვრო აკადემიაში. ამჟამად ასწავლის ისტორიას ამერიკულ აკადემიაში.

დრო: 20 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები