ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ფილოსოფიის ინსტიტუტის საბჭოთა პერიოდის საარქივო მასალები 1946-1991“ – კრებულის პრეზენტაცია

ღონისძიებები

22 დეკემბერს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის „სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის საბჭოთა პერიოდის საარქივო მასალები 1946-1991" პრეზენტაცია. 

კრებულს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცოფურაშვილი და ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი მერი ცუცქირიძე. 

კრებული შეადგინა ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარმა მერი ცუცქირიძემ; რედაქტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცოფურაშვილი; კორექტორი – ანა ლომიძე. 

დრო: 22 დეკემბერი, 17:00 საათი 

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები