ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორის, მათიო რენოს, საჯარო ლექცია - "მუსლიმური კომუნიზმის იდეა: მირსაიდ სულთან გალიევი (1892-1940)"

ღონისძიებები

21 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, პარი 8 ვენსენ სენ-დენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი, მათიო რენო, წაიკითხავს საჯარო ლექციას - "მუსლიმური კომუნიზმის იდეა: მირსაიდ სულთან გალიევი (1892-1940)".

ლექციაში მიმოხილული იქნება ძირითადი ნიშნები მუსლიმური კომუნიზმისა, რომელიც 1917-დან 1928 წლამდე განვითარდა, ანუ, მისი ძირითადი შემოქმედისა და თეორეტიკოსის, „თათარი ბოლშევიკის“, მირსაიდ სულთან გალიევის დაპატიმრებამდე. თუმცა ეს გამოცდილება სცილდება აღნიშნულ თარიღს და „მუსლიმური კომუნიზმის“ მოაზრება თუ გადააზრება მხოლოდ ისტორიული ცნობისმოყვარეობის საკითხი არ არის: ის გვეხმარება, პრობლემატიზება მოვახდინოთ თანამედროვე პოსტკოლონიური კრიტიკის თეორიული დილემებისა (ხანდახან კი აპორიებისა) და, ამავე დროს, იმ პოლიტიკური დებატებისა (ხშირ შემთხვევაში კი კონფლიქტებისა), რომლებიც ისლამოფობიის საკითხების ირგვლივ ვითარდება და მღელვარება შეაქვს ანტირასიზმის ველში.

დრო: 21 დეკემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები