ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორის, მათიო რენოს, საჯარო ლექცია - "ჯონ ლოკის ამერიკა: ევროპული ფილოსოფიის კოლონიალური ექსპანსია"

ღონისძიებები

18 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, პარი 8 ვენსენ სენ-დენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი, მათიო რენო, წაიკითხავს საჯარო ლექციას - "ჯონ ლოკის ამერიკა: ევროპული ფილოსოფიის კოლონიალური ექსპანსია".

აბსოლუტიზმის თავგამოდებული მოწინააღმდეგე, რელიგიური ტოლერანტობის დამცველი და ლიბერალიზმის დამფუძნებელი მამა ჯონ ლოკი (1632-1704) ევროპული პოლიტიკური აზროვნების ისტორიის კანონიკური ფიგურაა. თავისი ფილოსოფიური ნაღვაწი მან იმ პოლიტიკური ბრძოლების გულში გამოჭედა, რომლებმაც XVII საუკუნის მიწურულის ინგლისი შეარყია და 1688 წლის რევოლუცია მოიტანა. თუმცა, ნაკლებადაა ცნობილი ის, რომ ლოკს, ამავე დროს, ძალიან ნაყოფიერი კოლონიური კარიერა ჰქონდა და ამერიკაში ინგლისური ექსპანსიის სამსახურში იდგა. მისი ფილოსოფია იმ ისტორიის საწყისი მომენტია, რომლის დროსაც ერთმანეთში გადაიხლართა ლიბერალიზმი და კოლონიალიზმი, სახელმწიფო აღმშენებლობა და იმპერიული მოწყობის წესი. მისი ფილოსოფიის მაგალითზე ის მჭიდრო მიმართებაც წარმოჩნდება, რომლითაც ეპისტემოლოგია და პოლიტიკა დაუკავშირდა ერთმანეთს ახალი სამყაროს აღმოჩენის შემდეგ. ამ მოხსენების მიზანი იქნება, აჩვენოს აღმოცენება შემეცნების გეოპოლიტიკისა, რომელსაც ჯერაც არ დაუკარგავს ძალა.

დრო: 18 დეკემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები