ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფილმის „წარმოუდგენელი“ ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

29 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში გაიმართება ფილმის „წარმოუდგენელი“ ჩვენება და დისკუსია მის შესახებ.

ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

მომხსენებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი ვახუშტი მენაბდე

მოდერატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი თამარ ქეცბაია

ფილმი „წარმოუდგენელი“ მოგვითხრობს ფედერალური ბიუროს აგენტზე, რომელიც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირის დაკითხვისას მნიშვნელოვანი სამართლებრივი დილემის წინაშე დგება. მას უწევს იპოვოს ზღვარი ადამიანის უფლებების დაცვასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის. ფილმი მაყურებელს უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას უტოვებს და ხშირად დაძაბული დისკუსიების მიზეზი ხდება.


დრო: 29 იანვარი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

უზრუნველყოფილი იქნება საკვები.

ბანერები