ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფილმის - „საუბარი ჩრდილთან“ - ჩვენება

ღონისძიებები

20 მაისს, 18:00 საათზე G106 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ცნობილი ირანელი კინორეჟისორის, ხოსრო სინაის ფილმის ჩვენება. 2005 წელს გადაღებული დოკუმენტური დრამა - „საუბარი ჩრდილთან“ - მეოცე საუკუნის გამოჩენილი ირანელი მწერლის, თანამედროვე სპარსული პროზის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სადეყ ჰედაიათის  (1903-1951) ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გვიამბობს. 

ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით.

ბანერები