ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფილმის „ნადირობა“ ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

18 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გამართავს მხატვრული ფილმის „ნადირობა“ ჩვენებასა და დისკუსიას.

ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

მომხსენებელი – გიორგი ჩიტიძე, ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი „ფონდი ღია საზოგადოება“ (OSGF), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

მოდერატორი – მარიამ მხეიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

დანიელი რეჟისორის, ტომას ვინტერბერგის ფილმი „ნადირობა“ მოგვითხრობს საბავშვო ბაღის მასწავლებელზე, რომელსაც ბრალს სდებენ საკუთარ მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში.

დრო: 18 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

 

 

 

ბანერები