ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფილმის „მე, დენიელ ბლეიკი“ ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

30 მაისს, 18:00 საათზე, ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში მხატვრული ფილმის „მე, დენიელ ბლეიკი“ ჩვენებასა და დისკუსიას გამართავს.

ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

მომხსენებელი კოტე ერისთავი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

მოდერატორი გვანცა ხონელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

კენ ლოუჩის 2016 წლის დრამა მოგვითხრობს ორმოცდაათ წელს გადაცილებულ დურგალზე, დენიელ ბლეიკზე, რომელმაც გულის შეტევის შემდეგ დაკარგა სამსახური და ახლა მას უწევს ბრძოლა ბიუროკრატიის წინააღმდეგ, რათა მიიღოს სახელმწიფოსგან დახმარება. ფილმი რეალისტურად აღწერს სისტემისა და ადამიანის დაპირისპირებას. „მე, დენიელ ბლეიკი“ გახდა 2017 წლის ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს (BAFTA) მფლობელი.

დრო: 30 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები