ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფილმის „ილაპარაკე“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია

ღონისძიებები

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით 16 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გიწვევთ ფილმის “Speak”/„ილაპარაკე“ ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე.

დისტანციური დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/y5hayv44 

დისკუსიამდე კი ნახეთ ფილმი: https://tinyurl.com/y6bz94pv 

ფილმი „ილაპარაკე“ 14 წლის თინეიჯერი მელინდას ცხოვრების გარდამტეხ ეტაპზე მოგვითხრობს, ეტაპზე, რომელიც მას რწმენადაკარგულად აქცევს. 

მელინდამ გადაწყვიტა, აღარ ესაუბრა მას შემდეგ, რაც საზაფხულო წვეულებაზე პოლიცია გამოიძახა. აღარავინ მეგობრობს მასთან მხიარულების ჩაშლის გამო, მშობლები კი ძალიან დაკავებულები არიან, რათა მისი პრობლემები შეამჩნიონ... იგი მარტო რჩება შიშებისა და ემოციური ტრავმის წინაშე, რომელიც სწორედ ამ წვეულებას უკავშირდება. 

მელინდას მარტოობა ფიზიკურ თუ სულიერ სიბნელეში შეყუჟვასა და დუმილს აიძულებს. 

რატომ დუმილი? და არის კი სიჩუმე გამოსავალი?..

მომხსენებელი ანა არგანაშვილი, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი

მოდერატორი – ლიზა ქორიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი

ბანერები