ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფემინიზმის გამოღვიძება? ემანსიპატორული ბრძოლები ნეოლიბერალურ ეპოქაში

ღონისძიებები

ოთხშაბათს, 21 ივნისს, 19:00 სთ-ზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ წიგნის პრეზენტაციასა და დისკუსიაზე:

ფემინიზმის გამოღვიძება? ემანსიპატორული ბრძოლები ნეოლიბერალურ ეპოქაში

„ქალთა ემანსიპაციის ოცნება კაპიტალისტური დაგროვების ძრავაზეა მიერთებული“, - ასეთ მძაფრ კრიტიკას აჟღერებს ნენსი ფრეიზერი პუბლიკაციაში „ფემინიზმის თავგადასავალი: სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე“. კრებული მისი ბოლო გამოცემაა, რომელიც ავტორის ორმოცწლიანი მოღვაწეობის რეტროსპექტივას გვთავაზობს. ამ ესეებში საკმაოდ საკამათო, გარკვეულწილად სარისკო, მაგრამ უაღრესად საინტერესო თეორიული ნააზრევია წარმოდგენილი: წარსულის ანალიზთან ერთად ფრეიზერი აფასებს თანამედროვე გამოწვევებს და ემანსიპატორული ბრძოლის ახალ პერსპექტივებს სახავს.

პუბლიკაციის პრეზენტაციასთან ერთად  გთავაზობთ დებატს, სადაც მომხსენებლები ფრეიზერის კრიტიკას გამოეხმაურებიან და მის ადგილობრივ კონტექსტთან დაკავშირებას შეეცდებიან. ისინი უპასუხებენ შემდეგ კითხვებს:

  • როგორია ემანსიპატორული ბრძოლების ხედვა, რომელიც ფემინიზმს განაახლებს და გამოაღვიძებს? 
  • ადგილობრივ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შედგა თუ არა ფემინიზმისა და ნეოლიბერალიზმის ალიანსი ? 
  • რა როლი უნდა შეასრულოს ფემინისტურმა მოძრაობამ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში დღევანდელ საქართველოში?


მომხსენებლები:


თამარ ცხადაძე - ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრეიზერის ქართული თარგმანის სამეცნიერო რედაქტორი.
მაია ბარქაია - მკვლევარი, EMC; თსუ-ს გენდერის ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი.
 სოფიო ჯაფარიძე - სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრის თანადამფუძნებელი.

მოდერატორი: გიორგი ჩუბინიძე, ფილოსოფიის მაგისტრანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ფრეიზერის ქართული პუბლიკაციის მთარმგნელი.

დრო: 21 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები