ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე - ”ფაუსტი” - მეორე მიახლოება

ღონისძიებები

30 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში,ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. 

ლექციის თემა: იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე - ”ფაუსტი  - მეორე მიახლოება.

ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: გარიგება მიღმურ სამყაროსთან; მეფისტოფელი, როგორც მებრძოლი ლიბერტინი; ევფორიონი-ბაირონი; სტერეოტიპი: გოეთესა და ბაირონის დაპირისპირება; „ფაუსტი“ კინოში; დავით წერედიანის ქართული თარგმანი - XXI საუკუნის საოცრება.

დრო: 30 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები