ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

FABLAB ILIAUNI-ში ნიდერლანდების მთავრობის წევრები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდებიან

ღონისძიებები

25 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიაუნის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში (FABLAB ILIAUNI) გაიმართება ნიდერლანდების მთავრობის წევრების შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან. შეხვედრის ფარგლებში განსახილველი პროექტი, რომელსაც ნიდერლანდების მთავრობა აფინანსებს, ითვალისწინებს საქართველოში არსებული ინოვაციების ლაბორატორიებისხელმძღვანელების გადამზადებას - ტრენინგების 3-თვიან კურსი, რომელსაც მთლიანად ნიდერლანდების მთავრობა უზრუნველყოფს, იანვარში დაიწყება.

პროექტის მიზნები
ნიდერლანდების მთავრობასა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ურთიერთობის ამ ეტაპზე იგეგმება ინოვაციების ლაბორატორიების სფეროს კვლევა, რომელიც ჰოლანდიელი ექსპერტების ხელშეწყობით განხორციელდება. მათი ინიციატივით მოხდა ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა, რათა ქართულმა მხარემ სამომავლოდ უკეთ შეძლოს ქვეყანაში ინოვაციურ განვითარებაზე ორიენტირება. პროექტის ფარგლებში ინოვაციებისლაბორატორიის წარმომადგენლები 3 თვის განმავლობაში გადამზადდებიან, გაეცნობიან/გაიზიარებენ თანამედროვე გამოცდილებას და ახალ მეთოდებს საქართველოს ინოვაციებში დანერგავენ. ნიდერლანდების მთავრობა სრულად აფინანსებს ტრენინგს, რომელსაც ჰოლანდიელი ექსპერტები ჩაატარებენ. ტრენინგების საშუალებით, ინოვაციების ლაბორატორიების წამომადგენლებს საშუალება მიეცემათ, ჰოლანდიელი პროფესიონალებისაგან მიიღონ თანამედროვე გამოცდილება.

შეხვედრის დღის წესრიგი
შეხვედრას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი. ასევე შეხვედრის ფარგლებში იგეგმება საქართველოში უკვე არსებული პროექტის ToT (trening of treners)შეჯამება, რომლითაც საქართველოში დღეს უკვე 500 ტრენერი გადამზადდა. ქვეყანაში ინოვაციების სფეროში არსებული კადრების გადამზადება მნიშვნელოვანია როგორც სააგენტოსთვის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისა და განვითარებისათვის.
შეხვედრაზე ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სააგენტოს განვითარებისათვის მხარდაჭერის მზადყოფნაზე გაამახვილებს ყურადღებას. Orion Innovation Netherland-ის წარმომადგენელი, მისტერ კლაასჰერნამდტი, დეტალურად განიხილავს პროექტს და აღნიშნავს ნიდერლანდების მხარის ჩართულობასა და მნიშვნელობას.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შესახებ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დასახული მიზნების მიღწევას ინოვაციური ეკოსისტემის აქტორებთან თანამშრომლობით ახორციელებს. სააგენტოს პროექტები და პროგრამები დაფუძნებულია ბიზნესის წარმომადგენლებთან, აკადემიურ წრეებთან, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობაზე. ნიდერლანდების მთავრობა ინოვაციებისა დატექნოლოგიების სააგენტოსთან ურთიერთობას მომავალშიც გეგმავს.

დრო: 25 ნოემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: FABLAB ILIAUNI, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი (გ. წერეთლის ქ. #1)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები