ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

FabLab Iliauni - საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

26 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია - FabLab Iliauni გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომლის მიზანია სტუდენტებისათვის FabLab-ის უახლესი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაცნობა და მათი დაინტერესება ამ შესაძლებლობების გამოყენებით.

FabLab Iliauni ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიაა უახლესი დაზგა-დანადგარებით, რაც საშუალებას იძლევა, ციფრულ ფორმატში შეიქმნას სასურველი ტექნოლოგიურ-ინოვაციური პროდუქტი.

FabLab Iliauni შენი ინოვაციური პროდუქტის ტექნოლოგიური მხარდამჭერია.

დრო: 26 მარტი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია
დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები