ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

FabJam Iliauni

ღონისძიებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო სამეცნიერო კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩატარდება FabJam Iliauni. პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის - FabLab Iliauni - ორგანიზებით. პროექტის პარტნიორია კომპანია “ახალი ნათება”.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეები ერთმანეთს კრეატიული და ინოვაციური დიზაინის სანათების შექმნაში შეეჯიბრებიან. მათ ექნებათ საშუალება, თავიანთი იდეები FabLab Iliauni-ში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გარდაქმნან რეალურ პროდუქტებად. მონაწილეებს ასევე ეძლევათ საშუალება, აქსელერაციის აკადემიაში მიიღონ დამატებით საჭირო და საინტერესო ინფორმაცია პირადი განვითარებისთვის.

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა. მთავარია, მონაწილე იყოს კრეატიული და ჰქონდეს სიახლის შექმნის სურვილი და მოტივაცია. მონაწილეობა შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც, თუ არ გაქვთ იდეა ან არ გყავთ გუნდი. პროექტის ფარგლებში, გექნებათ საშუალება, მოიფიქროთ იდეა ან თქვენი იდეის განსახორციელებლად იპოვოთ ადამიანი (მონაწილეებს ექნებათ დრო კომუნიკაციისთვის გუნდებად ჩამოყალიბებისას).

გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისგან.

პროექტის ჩატარების ადგილი და დრო

  • პროექტის დაიწყება 10 ნოემბერს და დასრულდება 17 ნოემბერს.
  • პროექტი ჩატარდება Fablab Iliauni-ში.

გამარჯვებულები და პრიზები

  • 3 გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.
    • I ადგილი - FabLab Iliauni-ის 3-თვიანი ვაუჩერი და საჩუქარი ”ახალი ნათებისგან”;
    • II ადგილი - FabLab Iliauni-ის 2-თვიანი ვაუჩერი;
    • III ადგილი - FabLab Iliauni-ის 1-თვიანი ვაუჩერი.
    • საუკეთესო დიზაინის სანათი განთავსდება ”ახალი ნათების” მაღაზიაში სარეალიზაციოდ.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით.

სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 9 ნოემბერი.

გისურვებთ წარმატებას!

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები