ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ევროპული ცენტრის პრეზენტაცია

ღონისძიებები

22 მარტს,17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  A101 აუდიტორიაში გაიმართება ორგანიზაცია "ევროპული ცენტრის" პრეზენტაცია. "ევროპული ცენტრი" წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლების, არაფორმალური განათლების გაძლიერებისა და საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების განვითარების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს ინოვაციურ  საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებს და ახალგაზრდულ ფორუმებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

ევროპული ცენტრი 18-35 წლამდე ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებაში, აიმაღლონ კვალიფიკაცია და სერტიფიცირება გაიარონ ევროპის სხვადასხვა უწყებაში.

ევროპული ცენტრისა და ევროკავშირის ერთობლივი გრანდიოზული პროექტი ჩატარდება ბრიუსელში (ბელგია) და  მაასტრიხში (ჰოლანდია) 27 აპრილიდან - 6 მაისამდე (2013 წელი). ახალგაზრდები ორგანიზებულად ეწვევიან  ისეთ უზენაეს უწყებებს, როგორიცაა:  ევროპარლამენტი ,  ევროსაბჭო,   ნატოს შტაბბინა,  ევრო კომისია, მაასტრიხტის კონგრესცენტრი.

ფორუმის მომხსენებლები იქნებიან:

1. Kolinda Grabar Kitarovic - ნატოს გენერალური მდივნის მრჩეველი.
2. Yvo de Boer-გაეროს აღმასრულებელი მდივანი.

პროექტის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო ევროკავშირის მიერ გაცემული სერტიფიკატი.

ბანერები