ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა პერსპექტივაში

ღონისძიებები

„ევროპის სამეზობლო პოლიტიკა პერსპექტივაში“ - მრგვალი მაგიდა ევროპელი, უკრაინელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით

2014 წლის 7 ოქტომბერი, 11:00-18:30 საათი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

G 106 აუდიტორია

(ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)

2014 წლის 7 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს მრგვალ მაგიდას საერთაშორისო პროექტის - MAXCAP-ის ფარგლებში.
პროექტი მოიცავს 9 აკადემიურსა და კვლევით ცენტრს ევროპიდან, რომლებიც სწავლობენ ევროკავშირის გაფართოების შედეგებსა და პერსპექტივებს. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის ,,მე-7 ჩარჩო პროგრამა კვლევებისათვის”. MAXCAP-ის მიზანია, შეიმუშაოს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის შესაძლებლობების მაქსიმიზაცია კავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის მიმართულებით.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ევროდელეგაციისა და დიპლომატიური წრეების, ასევე - საერთაშორისო აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ექსპერტები, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური.
დასწრება თავისუფალია. თხოვთ, მობრძანდეთ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საგარეო ურთიერთობების სამსახური
ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
ტელ.: (+995 32) 2 22 75 80
ელფოსტა: foreign-relations@ilaiuni.edu.ge

 
ბანერები