ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ევროპის კოლეჯის სრული სამაგისტრო სტიპენდიები

21 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ევროპის კოლეჯის წარმომადგენლები ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ევროპის კოლეჯი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სტიპენდიებს ევროპისმცოდნეობის ერთწლიან სრულ სამაგისტრო პროგრამებზე ბრიუგესა (ბელგია) და ვარშავაში (პოლონეთი).

შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:

ვარშავის კამპუსი:

ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინარული პროგრამა

ბრიუგეს კამპუსი:

ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია

ევროპული პოლიტიკური და ადმინისტრაციული სწავლება

ევროკავშირის ეკონომიკა

ევროკავშირის სამართალი

სტიპენდია მოიცავს:

სრულ კურსს. სტუდენტურ საცხოვრებელს, კვებას, ორმხრივ მგზავრობას, ყოველთვიურ სტიპენდიას.

აპლიკაციისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • აკადემიური გამოცდილება/აქტივობები;
  • პროფესიული გამოცდილება: დამსაქმებელი, დასაქმების ტიპი, ხანგრძლივობა;
  • ენების ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისური - B2, ფრანგული - A2/B1);
  • სამოტივაციო წერილი (მაქს. 600 სიტყვა);
  • 2 რეკომენდატორის (უნივერსიტეტის პროფესორი) სახელი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • CV Europass-ის ფორმატში;
  • დიპლომ(ებ)ის ასლი - ორიგინალის ენაზე და თარგმანი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე (თუ ჯერ არ ფლობთ ხარისხს, მოპოვებისთანავე უნდა გაგზავნოთ ელფოსტით);
  • ნიშნების ამონაწერის ასლი - ორიგინალის ენაზე და თარგმანი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე;
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • საპასპორტე ფოტოსურათი.

განაცხადის გაკეთება:

  • აკადემიურ და ენის მოთხოვნებს გაეცანით ევროპის კოლეჯის ვებგვერდზე: https://www.coleurope.eu/
  • განაცხადი ელექტრონულად: https://admissions.coleurope.eu/login;
  • განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 18 იანვარი.
  • შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს: განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას.
ბანერები