ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ევროპა და კავკასია - იდენტობის პრობლემა

ღონისძიებები

მიმდინარე წლის 28-29 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A 101 და A 103 აუდიტორიები, ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროპა და კავკასია - რეგიონთშორისი ურთიერთობები და იდენტობის პრობლემა“.

კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებს 12 უცხოელი მეცნიერი, პროფესორი და აკადემიკოსი, მათ შორის 7 საფრანგეთიდან და 5 - სომხეთიდან.

კონფერენციის მიზანია, გარკვეული წვლილი შეიტანოს ისეთი მნიშვნელოვანი, კომპლექსური ფენომენის შესწავლაში, როგორიც იდენტობის პრობლემაა, იქნება ეს ინდივიდუალური, კოლექტიური, ენობრივი, კულტურული, რელიგიური, პოლიტიკური თუ ეროვნული იდენტობა. კონფერენციის სათაურიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება  ექცევა იმას, თუ როგორ ხდებოდა და ხდება ორი კავკასიელი ერის/ხალხის - ქართველების და სომხების - იდენტობის კონსტრუირება საუკუნეების განმავლობაში ევროპასთან ინტეგრირების მუდმივი მცდელობის პარალელურად.

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ფრანგული და ინგლისური.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ თანდართულ ფაილში ქართულად, ფრანგულად.

ბანერები