ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაცია

ღონისძიებები

სამშაბათს, 12 ოქტომბერს, 11:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (“A” კორპუსი, 101-ე აუდიტორია; მის. ი. ჭავჭავაძის #32) გაიმართება პრეზენტაცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის შესახებ.

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართება დისკუსია მისიის საქმიანობის შესახებ და დამსწრე საზოგადოებას ექნება კითხვების დასმის საშუალება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) არის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია, რომელიც დაარდსა 2008 წლის 15 სექტემბერს და აგვისტოს ომის შემდეგ იგი აკვირდება საქართველო-რუსეთის მიერ ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას. მისია აწარმოებს პატრულირებას დღე-ღამის განმავლობაში და მისიის მანდატი მოიცავს სიტუაციის სტაბილიზაციას, ნორმალიზაციასა და ნდობის აღდგენას.

ბანერები