ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამის“ საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

15 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას საერთაშორისო კავშირების დამყარების პროცესში საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის გზით. ამ მიზნების მისაღწევად პროგრამით დაგეგმილია მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება.

შეხვედრაზე მსმენელები გაეცნენ საგრანტო კონკურსის პირობებს, რომლებიც ითვალისწინებს მკვლევართა და ინოვატორთა კვლევითი ვიზიტის დაფინანსებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგ საკითხები:

  • მობილობის საგრანტო კონკურსის აღწერა, მისი მიზნები და ამოცანები;
  • კონკურსის ადმინისტრირების კალენდარი;
  • კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი;
  • სამიზნე აუდიტორია და კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები;
  • განაცხადების მიღების პროცესი;
  • მოსალოდნელი შედეგები და ვალდებულებათა შესრულების ინდიკატორები.

2022 წელი

 

ბანერები