ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში - საქართველოსა და ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარეების საჯარო ლექცია

ღონისძიებები

10 მაისს, 15:00 საათზე, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია.

ვიზიტის ფარგლებში, საჯარო ლექციას წაიკითხავს  ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე, იან ჰამაჩეკი (Jan HAMÁČEK).

ლექციის თემაა: „აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნიდან ევროპულ სახელმწიფომდე - პრაღისა და თბილისის გადმოსახედიდან“ (From an Eastern Bloc Country to an European State -  view from Prague and Tbilisi).

ასევე, აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარდგება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.

განრიგი

  15:00-15:05      მისასალმებელი სიტყვა, პროფესორი გიგა ზედანია
     ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი                        
 15:05-15:15      მოხსენება, დავით უსუფაშვილი                                   
     საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
 15:15-15:25      მოხსენება, იან ჰამაჩეკი (H.E. Jan HAMÁČEK)  
     ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე
 15:25-15:60      კითხვა-პასუხი


სამუშაო ენა: 
ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 10 მაისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. #32)

ბანერები