ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ევროკავშირის კვირეული - შეხვედრა სტუდენტებთან

ღონისძიებები

ოთხშაბათს, 7 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრაზე, რომლის ორგანიზატორია ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი, განიხილება შემდეგი თემები: ევროკავშირი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, ევროპული ფასეულობები, ასოცირების ხელშეკრულება. 

შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ:

  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი;
  • ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე გოცაძე;
  • ლიტვის ელჩი საქართველოში, იონას პასლაუსკასი.

დრო: 7 მაისი, 14:00 საათი
მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G 106 აუდიტორია

ბანერები