ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

EURAM-ის ვიცეპრეზიდენტის, ჰანს ლუნდბერგის, საჯარო ლექცია: „Learning as an entrepreneurial process”

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების დეპარტამენტი, ტემპუსის პროექტის - LeAGUe (A Network for Developing Lifelong learning in Armenia, Georgia and Ukraine) - ფარგლებში, მასპინძლობს EURAM-ის (The European Academy of Management) ვიცეპრეზიდენტს, ბიზნესისა და ეკონომიკის ფილოსოფიის დოქტორს, შვედეთის ლინეუსის უნივერსიტეტის ლექტორს ჰანს ლუნდბერგს.
27 ოქტომბერს, სამშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ჰანს ლუნდბერგი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „Learning as an Entrepreneurial Process”, რომლის მიზანია, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია უწყვეტი განათლების და მეწარმეობის მნიშვნელობაზე დღევანდელ მსოფლიოში.

საჯარო ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანით. ლექციის დასასრულს, აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მიმართოს სპიკერს თემასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/MJOhXZ

ლექციის დრო: 27 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები