ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ეთნომუსიკოლოგიური ექსპედიციის საანგარიშო პრეზენტაცია

ღონისძიებები

30 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება 7-15 აგვისტოს ახალქალაქში ეთნომუსიკოლოგიური ექსპედიციის საანგარიშო პრეზენტაცია.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ მუსიკის ცენტრის ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია და სტუდენტები: რუსუდან კორკოტაშვილი, ანი წოწინაშვილი, ბარბარე ჭილაშვილი.
მათ 14 სოფელში ჩაიწერეს 35 პირი და 400-მდე ქართული და სომხური სიმღერები, დასაკრავები, ცეკვები, ლექსები, რიტუალის აღწერა, შელოცვები და ა. შ.
პრეზენტაციაზე ექსპედიციის წევრები ისაუბრებენ ამ საქმიანობის ძირითად და საინტერესო ასპექტებზე, წარმოადგენენ ჩაწერილი მასალის ნაწილს.


დრო: 30 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები