ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ესტონელი და ქართველი ექსპერტების ერთობლივი სემინარი განათლების თემაზე

ღონისძიებები

24 და 25 ოქტომბერს, 10:00 საათიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის განათლების სკოლისა და საქართვლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დაპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით შედგება სემინარი, რომელშიც მონაწილეობენ ესტონეთის მათემატიკის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, ტარტუსა და ტალინის უნივერსიტეტების განათლების მიმართულების პროფესორები, ქართველი განათლების ექსპერტები.

სემინარზე განხილული იქნება უნივერსიტეტის როლი მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციების ჩამოყალიბებასა და მუშაობაში, მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო კურიკულუმების შემუშავება, კურიკულუმებში სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის განვითარება, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, დისტანციური სასწავლო გარემოს შექმნა და სხვა.
ესტონეთის მათემატიკის მასწავლებელთა ასოციაციის წევრთა ვიზიტის მიზანია ესტონური წარმატებული გამოცდილების გაზიარება, საქართველოს საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან კონტაქტის დამყარება და მომავალი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა.

დრო: 24-25 ოქტომბერი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები