ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ესპანელი პროფესორის, ბლეზ პაირის, ლექციები მუსიკის შესახებ

ღონისძიებები

23-30 მარტს, EUROEAST  Erasmus Mundus Action 2 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ვალენსიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (UPV) აუდიო-ვიზუალური კომუნიკაციის დეპარტამენტის ლექტორი, პროფესორი ბლეზ პაირი, რომელიც ფილმის მუსიკის თეორიისა და ანალიზის, მუსიკის აღქმაში ექსპერიმენტული დიზაინის, მუსიკისა და საუნდ-ედითინგის მიმართულებებით კითხულობს ლექციებს. ის ასევე ელექტროაკუსტიკური მუსიკის კომპოზიტორია.

23, 25 და 27 მარტს, 18:00 საათზე, A101 აუდიტორიაში, პროფესორი პაირი წაიკითხავს ლექციებს ფილმის მუსიკის შესახებ, ხოლო 30 მარტს, 18:00 საათზე, A101 აუდიტორიაში, ჩაატარებს ვორკშოპს ელექტროაკუსტიკური მუსიკის მიმართულების სტუდენტებთან, გააცნობს მათ თავის შემოქმედებას და მოისმენს სტუდენტების კომპოზიციებს.

ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ბანერები