ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ესეების კონკურსი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ორდღიან სასწავლო ტრენინგტურში მონაწილეობის მისაღებად

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და იმიტირებული სასამართლოს სტუდენტური კლუბი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით და ევროკავშირის პროექტის - „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა“ - ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ორდღიან სასწავლო ტრენინგტურში მონაწილეობის მისაღებად.

აღნიშნული პროექტი სამართლის სკოლის 25 სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ დაგეგმილ სასწავლო კურსში, რომელსაც მასპინძლობას გაუწევს საკონსტიტუციო სასამართლო ქალაქ ბათუმში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქტიური საჯარო დისკუსიის საგანი გახდა. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შესახებ ინტერესი ყოველდღე იზრდება; საკონსტიტუციო სასამართლოსა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესახებ ცოდნის ამაღლება კი სტუდენტებს შორის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

სასწავლო ტურის ფარგლებში, სტუდენტები ეწვევიან საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში, შეხვდებიან მოსამართლეებს, მოისმენენ ლექციებს და გაეცნობიან სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ლექციებს წაიკითხავენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და იურისტები.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებს.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგნონ 700-სიტყვიანი ესე თემაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების როლი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ესეების წარდგენის ბოლო ვადაა 6 დეკემბერი, 18:00 საათი. ესეები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: konkursi02015@gmail.com

გამარჯვებულების გამოვლენა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორებისგან შემდგარი ჟიური 10 დეკემბრამდე 25 გამარჯვებულ კანდიდატს გამოავლენს.

გამარჯვებულ კანდიდატები მგზავრობასთან დაკავშირებულ სრულ ინფორმაციას მიიღებენ სამართლის სკოლის ადმინისტრაციისგან.

ბანერები