ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ესაუბრე არასრულწლოვან დამნაშავეს - ინსტალაცია ილიაუნიში

ღონისძიებები

19 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია ერთგვარი ინსტალაცია, კერძოდ, განთავსდება ციხის პაემნების ოთახის იდენტური ოთახი, რომელშიც დამონტაჟებული იქნება კამერა. ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, კამერის წინ ელაპარაკოს ვირტუალურ არასრულწლოვან დამნაშავეს, გაუზიაროს თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება; გაუმხილოს, თავად რა პრობლემები ჰქონია ცხოვრებაში და როგორ გადაულახავს ისინი; როგორია სწავლის პროცესი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და, ზოგადად, რა ინტერესები აქვს დღევანდელ ახალგაზრდობას. ჩანაწერები დამუშავდება და შემდეგ რეალურ არასრულწლოვან დამნაშავეებს გადაეცემა. ვიდეომიმართვების ნაწილს კი იუსტიციის მინისტრი გამოიყენებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტისას, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება. იუსტიციის მინისტრი პირადად წარადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს - სრულიად ახალ მიმართულებას ქართულ სამართალში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. ეს არის ერთგვარი სოციალური პროექტი, რომელიც დაეხმარება არასრულწლოვან დამნაშავეებს, თავი იგრძნონ საზოგადოების ნაწილად, ამიტომ თითოეული სტუდენტის ჩართულობა ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები