ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ეს არის ძლიერი სქესი. ქალები ფსიქოანალიზში“ – გამოფენის პრეზენტაცია ილიაუნიში

ღონისძიებები

19 ოქტომბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201დარბაზში გაიმართება ზიგმუნდ ფროიდის მუზეუმის გამოფენის – „ეს არის ძლიერი სქესი. ქალები ფსიქოანალიზში“ – პრეზენტაცია.

გამოფენამ, რომელიც 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ივლისამდე ვენის ფროიდის მუზეუმში იყო წარმოდგენილი, დიდი წარმატებით მოიარა ევროპის რამდენიმე ქვეყანა.

გამოფენის მიზანია, საზოგადოებას გაახსენოს/გააცნოს ზიგმუნდ ფროიდის თანამედროვე 6 ქალი – პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი ფსიქოანალიტიკოსი – რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ფსიქოანალიზის განვითარებაში, თუმცა მათ შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. ესენი არიან: მარი ბონაპარტი, ჰელენე დოიჩი, ემა ეკშტაინი, ანა ფროიდი, ლუ ანდრეას-სალომე და საბინა შპილრაინი.

პრეზენტაციას მოხსენებით გახსნის გამოფენის იდეის ავტორი და კურატორი, ფროიდის მუზეუმის სამეცნიერო ხელმძღვანელი დოქტ. დანიელა ფინცი, რომელიც ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრის მოწვევით ჩამოდის საქართველოში.

ღონისძიებას დაესწრება ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოქტ. არად ბენკო.

 

დრო: 19 ოქტომბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: B 201აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დასწრება თავისუფალია.

2018 

ბანერები