ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ერთობლივი ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

ღონისძიებები

30 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის კვლევის ლაბორატორია საუნივერსიტეტო პროექტის „კავკასიაში სახელმწიფოებრიობის სათავეებთან“ ფარგლებში წარმოადგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ერთობლივი ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

უკვე მეორე წელია, მთა ნაზარლებზე (შირაქი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) მდებარე გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ნაქალაქარს შეისწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიის და ლოკალური ისტორიის ლაბორატორიისა და ჰალლეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ხელოვნების ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიცია. ექსპედიცია დაფინანსებულია გერმანიის მხარის მიერ.

წელს ნამოსახლარის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური საველე სამუშაოების პროცესში უპრეცედენტო რაოდენობის ბრინჯაოს სამეურნეო და საკულტო ნივთებისგან შემდგარი უნიკალური განძი გამოვლინდა, რომელიც ნაქალაქარის ციტადელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საკულტო ნაგებობის ინტერიერში, დასავლეთ კედელთან იყო დაუნჯებული.

დრო: 30 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები