ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ერთობლივი დასაქმების ფორუმი 2022

ღონისძიებები

24 ოქტომბერს, 15:00-17:00 საათზე, შერატონ მეტეხი პალასის დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სდსუ – საქართველოს, თსუ-ის, ილიაუნისა და სტუ-ის ერთობლივი დასაქმების ფორუმი.

ღონისძიების მიზანია დამსაქმებლებისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოსა და პარტნიორი უნივერსიტეტების საერთაშორისო პროგრამების წარმატებული სტუდენტების დაკავშირება დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობისათვის.

სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ STEM მიმართულების პროგრამებზე – ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, სამოქალაქო ინჟინერია, ქიმია/ბიოქიმია – შესაძლებლობა გაქვთ, დარეგისტრირდეთ დასაქმების ფორუმზე 21 ოქტომბრამდე.

სარეგისტრაციო ფორმაhttps://bit.ly/3gmuaP3

დაინტერესებულ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერულ საკითხებზე მრჩევლის, ბრიანა ქუინტეროს ონლაინტრენინგს, სადაც მიიღებენ რჩევებს CV-ის შედგენასთან დაკავშირებით. 

ონლაინტრენინგი გაიმართება 19 ოქტომბერს, 20:30-დან 21:30 საათამდე.

Zoom Link: https://bit.ly/3giT4iv

Password: 437093

გთხოვთ, თან იქონიოთ თქვენი CV- რამდენიმე ამობეჭდილი ვერსია, ათა დაინტერესების შემთხვევაში დამსაქმებელს დაუტოვოთ.

დრო: 24 ოქტომბერი, 15:00-17:00 საათი

ადგილმდებარეობა: შერატონ მეტეხი პალასი, დიდი საკონფერენციო დარბაზი

2022 წელი

ბანერები