ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ერთი პოეტის ორი სახელი: გალაკტიონი და ბარათაშვილი“

ღონისძიებები

8 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია.

ლექციის თემაა: ერთი პოეტის ორი სახელი: გალაკტიონი და ბარათაშვილი

ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: ქართული პოეზიის ოთხი ასისთავი; ობოლი სული და ღამე; მთაწმინდა, ორი მიახლოება; მთაწმინდის მეზობლები; რომანტიკოსთა სკოლის პირველი კლასის მოსწავლე; რად ჰყვედრი კაცსა; „ბედი ქართლისა“;  „...და გადარჩა ის, როგორც ერი“; მზიდან ჩამოსული გენიოსები.

დრო: 8 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები