ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია

ღონისძიებები

31 მარტი, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, გაიმართება პროექტის - „ჯავახეთის ზეგანის ტბების ეკოსისტემების კვლევა მდგრადი მონიტორინგისა და მეთევზეობის განვითარებისათვის“ - პრეზენტაცია. პროექტმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2013 წელს გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში. პროექტის განხორციელება დაიწყო 2014 წლის აპრილიდან და სრულდება 2017 წლის აპრილში.

პროექტის დასკვნით პრეზენტაციაზე აუდიტორია გაეცნობა ყველა იმ აქტივობას, რომელიც განხორციელდა პროექტის ფარგლებში, კერძოდ: მომზადდა 2 სამაგისტრო ნაშრომი; გამოქვეყნდა სამეცნიერო პუბლიკაციები, განხორციელდა რამდენიმე სტაჟირება უცხოეთში; პროექტის შედეგები წარდგენილ იქნა საერთაშორისო ღონისძიებებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის მონაწილე ძირითადი/დამხმარე პერსონალი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები და მაგისტრები, რომლებიც ჩართული იყვნენ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.

დრო: 31 მარტი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები