ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ერიკ რომერის ფილმის „გაზაფხულის ზღაპარი“ ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

21 მარტს, ხუთშაბათს, 19:30 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი “CinExpress” წარმოგიდგენთ ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორის, ერიკ რომერის ფილმს „გაზაფხულის ზღაპარი“ (1990 წ.). 

ღონისძიების სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გოგი გვახარია, რომელიც რეჟისორსა და მის შემოქმედებაზე ისაუბრებს.

ჟანა ფილოსოფიის ლექტორია, რომელიც წვეულებაზე სტუდენტ ნატაშას გაიცნობს. ისინი დამეგობრდებიან და ნატაშა ჟანას მამის სახლში დარჩენას შესთავაზებს...

ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

„ფილმი რეკონსტრუქციაა, სამყაროს ინტერპრეტაცია. და მაინც, ყველა სხვა ხელოვნებისგან გამსხვავებით, კინო – სწორედ ესაა მისი პარადოქსი – ერთადერთია, რომელიც შექმნილ რეალობას იმდენად მნიშვნელოვანს ხდის, ზოგჯერ მასში სრულიად უჩინარდება თვით სამყაროს ინტერპრეტაციის ასპექტიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, სწორედ ესაა ლუმიერების პირველი ფილმების სასწაულიც. შთაბეჭდილება, რომ ეს ფილმები სამყაროს განსხვავებული თვალითა და აღფრთოვანებით დაგვანახვებს, როგორც პასკალი ამბობს, როცა ორიგინალებიც ვერ აღგვაფრთოვანებდნენ. ადამიანების სეირნობა ქუჩაზე, ბავშვების თამაში, მატარებლის დაბრუნება – ყველაფერი ეს ბანალური იყო.
თუ მას არ აღმოუჩენია მშვენიერება სამყაროში, როგორ შეძლებს ის სამყაროს სურათებში ასახოს? როგორ შეძლებს, აღაფრთოვანებდეს ცხოვრების ეს იმიტაცია, თუ თვითონ არ უყვარს ცხოვრება”, – ერიკ რომერი.

ნაჩვენები იქნება ორიგინალი ინგლისური სუბტიტრებით

 


დრო: 21 მარტი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები